ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანიის გუნდს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მთავარი ფასეულობის ერთგული რჩება.

ჩვენი კომპანიის მისიაა- მომხმარებლების ფართო წრისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური პროდუქცია და მასთან დაკავშირებული სერვისი.

ჩვენი ფასეულობებია:

  1. გამჭვირვალობა - ჩვენთვის არსებითია ვაკეთოთ საქმე ყველა მონაწილისათვის ცხადად და გამჭვირვალედ.ვფიქრობთ, რომ ასე უფრო სწორია, უფრო მართალია და წარმატებაც მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა.
  2. პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა:
    • მომხმარებლების მიმართ - ვაცნობიერებთ, რომ ისინი ჩვენს არსებობას ამართლებენ და ამტკიცებენ!
    • პარტნიორების მიმართ - ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მხოლოდ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით მივაღწევთ სასურველ მიზნებს!
    • თანამშრომლების მიმართ - ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გუნდის წარმატებისთვის მისი თითოეული წევრის როლი მნიშვნელოვანია!
    • კონკურენტების მიმართ - ვაცნობიერებთ, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს!
  3. ხარისხზე ორიენტაცია - ჩვენი მისიიდან გამომდინარე, იმ პროდუქციის და მომსახურების ხარისხი, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს ძალიან მნიშვნელოვანია.
  4. უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვა - ყოველი წარმატება თუ მარცხი მხოლოდ უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვას უნდა გვიძლიერებდეს. უკეთესი შედეგების მთავარი საზომი კი ჩვენი მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილებაა.