კითხვა-პასუხი

რატომ უნდა ვიყიდო თქვენთან, სხვა ალტერნატივებიც ხომ არსებოს?

დიახ, თქვენ გაქვთ სხვა ალტერნატივებიც - თავადვე იყიდოთ ტელეფონი ამერიკაში საერთაშორისო ინტერნეტ-მაღაზიები ხომ ყველასათვის ხელმისაწვდომია ან იყიდოთ საქართველოშივე სხვა კერძო პირისა თუ მაღაზიისგან. მაგრამ, ვფიქრობთ, ჩვენთან შეძენა თქვენთვის გაცილებით საინტერესო და ხელსაყრელი უნდა იყოს, რადგან:

  • არ რისკავთ, რომ უცხოურ საიტზე ყიდვისას რამე ნიაუნსის გამორჩენის გამო, ჩამოსულ ტელეფონში იმედი გაგიცრუვდებათ და მის აქ მოხმარებას ვერ შეძლებთ. ჩამოტანის რისკებზე ხომ ჩვენ სრულად ვიღეთ პასუხისმგებლობას! ანუ ყიდულობთ უკვე შემოწმებულ ტელეფონს!
  • გსურთ ტელეფონი განვადებით შეიძინოთ, ამდენად ადგილზე ყიდვა თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომია!
  • არ გსურთ ტელეფონის ქუჩაში ყიდვა, რადგან გსურთ იცოდეთ, თუ რამე დისკომფორტი შეგექმნებათ ვის და სად მიაკითხოთ!
  • გჭირდებათ სანდო მაღაზია, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე კარგი რეპუტაცია და მომხმარებლების ნდობა მოიპოვა და ძალინ უფრთხილდება მას. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმეს და ღიად გაწვდოთ ყველა ინფორმაციას. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს საიტზე მოცემულ ინფორმაციას, მომსხურების პირობებს და მათზე დაყრდნობით მიიღოთ თქვენთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება!

რატომ უნდა ვიფიქრო მეორადი ტექნიკის ყიდვა?

მეორადი ტექნიკის ყიდვა რამდენიმე შემთხვევაშია გამართლებული.

  1. თქვენ რაციონალური ტიპაჟის ადამიანი ბრძანდებით და ფიქრობთ, რომ აუცილებლად ხარისხიანი, ტრენდული და კომფორტული ტელეფონის ყიდვა გჭირდებათ, მაგრამ არ გსურთ ამაში მნიშვნელოვანი ბიუჯეტი დახარჯოთ.რადგან, დარწმუნებული ხართ, რომ ეს ის ბრენდია, რომლის პროდუქციაც ყოველთვის დიდსანს ინარჩუნებს უნაკლო ხარისხს.და ამდენად თქვენთვის უკვე სიტყვა "ახალი" პირობითი აღქმაა. ახალი ტელეფონიც ხომ ყიდვის მერე მაინც აღარ იქნება ახალი. ამიტომ გსურთ მისცეთ რეალურ თანხას იმაში, რაც გჭირდებათ!
  2. ტელეფონის ყიდვას მოზარდისთვის ან სტუდენტი ახალგაზრდისთვის გეგმავთ და არა მარტო მათთვის, თუმცა იცით, რომ გსურთ შეიძინოთ iphone-ის ბრენდის, მაგრამ არა ბოლო მოდელის ტელეფონები.იცით, რომ ოფიციალური apple-ის მწარმოებლები ძველი მოდელის ტელეფონებს აღარ უშვებენ და ამდენად მეორადი, თუმცა ორიგინალი ტელეფონი გირჩევნიათ;
  3. უბრალოდ გიყვართ ეს მოდელი და გსურთ მისი ყიდვა ხელმისაწვდომ ფასად!

თუ იპოვეთ თქვენი თავი ზემოთ აღწერილ რომელიმე ტიპაჟში, ე.ი. ჩვენი პროდუქცია სწორედ თქვენთვისაა!


რა გარანტიებს მაძლევთ?

პირველ რიგში, ვთანხმდებით იმაზე, რომ ტელეფონი არ არის ახალი და შესაბამისად, ქარხნული და ოფიციალური გარანტია არ მოყვება. ამდენად, ტელეფონის გარანტია ეფუძნება ზოგადად სანდოობას ბრენდის ხარისხის, ასევე, ჩვენს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ. ტელეფონები, რომელსაც გთავაზობთ, ჩვენი მაღაზიის პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ შერჩეულია ყურადღებით და ჩამოსვლის შემდეგაც გადის ზოგად შემოწმებას ყველა მთავარ ფუნქციონალზე - ხმა, კამერა, პროგრამა, ვიზუალი. თუ ხარვეზებს ვერ ვპოულობთ, ის გადადის გაყიდვების ხაზში. თუმცა ტელეფონის ნამდვილი და ყველაზე კრიტიკული გამოცდა როგორც წესი, მომხმარებელს უკეთ შეუძლია. ამიტომ გეძლევათ საშუალება ყიდვიდან 10 დღის განმავლობაში დააკვირდეთ, მოიწონოთ და შეეჩვიოთ ტელეფონს, ნახოთ რამე ხომ არ გიქმნით დისკომფორტს. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ის ვადაა, რომელშიც რაიმე ხარვეზი არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გამოვლიდნება. ამ ვადის მერე გამოვლენილი ხარვეზი უკვე მოხმარების შედეგებს უნდა მივაკუთვნოთ. თუ ტელეფონთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეგექმნათ, ჩვენ კვლავ თქვენს გვერდით ვართ. დიაგნოზირება ჩეენი მაღაზიის ტექნიკოსების მიერ უფასოდ მოხდება. ყიდვიდან 2 კვირაში მაღაზია გაყიდულ ნივთზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და ამ ხარვეზს ან აღმოხვრის ან ტელეფონს გადაგიცვლით. 2 კვირის შემდეგ კი სერვისზე 50%-იანი ფასდაკლებით მოგემსახურებათ - მაშინაც კი, როცა ეს დაზიანება თქვენი ბრალეულობით მოხდა, მაგალითად, დაგივარდათ და გაგიტყდათ ეკრანი.

გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ რჩევები, რაც დაგეხმარებათ დიდხანს იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ თქვენი ტელეფონი.


რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინო ტელეფონით სარგებლობისას?

ჩვენი გამოცდილებით ტელეფონები არასწორი ექსპლუატაციის მიზეზით თუ გამოდის მწყობრიდან, ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ რამდენიმე მთავარი რჩევა:

  • გთხოვთ, მთელი ღამით ნუ დატოვებთ ტელეფონს სატენზე!. დამტენი და კაბელი, რომელიც ტელეფონს მოყვება არ საჭიროებს ხანგრძლივ მუშაობას, თუ დააკვირდებით, ისინი ისედაც ძალინ მალე დატენის თქვენს ტელეფონს
  • გთხოვთ, ტელეფონის დასატენად ნუ გამოიყენებთ იაფასიან ან სხვა ნებისმიერ სატენს ან კაბელს!. უხარისხო დამტენები ზოგჯერ დატენვისას იმდენად ხურდება, რომ ტელეფონის დაწვის მიზეზიც კი ხდება. ამიტომ თუ დაკარგეთ კაბელი და/ან სატენი (გაფუჭებით ისინი დიდხანს არ გაფუჭდება), გთხოვთ ნუ დაზოგავთ თანხებს და ნუ შეიძენთ საეჭვო ან იაფფასიან შემცვლელებს;
  • გაითვალისწინეთ, რომ აიფონის ტელეფონები საკმაოდ მგრძნობიარეა დავარდნის მიმართ. შემთხვევისგან დაზღვრული არავინაა, თუმცა უმჯობესია თუ ეკრანის დასაცავად ყოველთვის მაღალხარისხიან ბრონს გამოიყენებთ,

სად შეიძლება ვნახო Iphone-ის ამა თუ იმ მოდელის ზუსტი სპეციფიკაციები?

გთავაზობთ ინტერნეტ-რესურსებს, სადაც დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის საინტერესო მოდელის ზუსტი ტექნიკური სპეციფიკაცია.

ეს Apple-ის ოფიციალური ვებ-გვერდია. აირჩიეთ კონკრეტული მოდელი და ნახეთ დეტალები.

ამ გვერდზე კი რამდენიმე მოდელის ერთმანეთთან შედარების საშუალებაც გეძლევათ, ამისათვის შესადარებლად სვეტებში აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო მოდელი.


როგორ შევამოწმო, რომ ტელეფონები ნამდვილად ამერიკიდანაა?

ყველა მობილურ ტელეფონს აქვს თავისი უნიკალური იდენტიფიკატორი - ე.წ. IMEI ნომერი. მისი საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლოა აქვს შეამოწმოს ტელეფონის მთელი ისტორია და წარმომავლობა. ერთ-ერთი გზა ამისათვის ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მომხმარელებისთვისაც გვაქვს აღწერილი. დააჭირეთ ამ ბმულს, გაეცანით მას და იყავით ინფორმირებული!