ჩვენი მაღაზია თბილისში

მოცემული ვებ-გვერდის პარალელურად, ჩვენი კომპანიისგან პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ თბილისში, ჩვენს აღაზიაშიც. ვმუშაობთ ყოველდღე:

        • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 20:00 საათამდე
        • შაბათ-კვირას: 11:00-დან 19:00 საათამდე.

მაღაზიაში წარმოდგენილია პროდუქციის უფრო ფართო არჩევანი. მაღაზიაში მოსვლის უპირატესობა ისაა, რომ შეძენამდე მოგეცემათ ფიზიკურად ნახოთ, აარჩიოთ და შეამოწმოთ თქვენთვის საინტერესო ყველა ნივთი და შეძენამდე დარწმუნდეთ მის მდგომარეობაში. თუმცა, მათთვის, ვინც მაღაზიაში მოსვლას დროის უქონლობის ან ტერიტორიული სიშორის გამო ვერ ახერხებს, ინტერნეტ-მაღაზიით შეძენას და ნივთის ადგილზე მიღებას, რა თქმა უნდა ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენს მაღაზიაში შესაძლებელია ასევე, მიიღოთ სერვისი და კონსულტაციები iphone-ის ტელეფონებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. თუ დისტანციურად, მოცემული ვებ-გვერდის საშუალებით სერვისის მხოლოდ ძალიან შეზღუდულ ჩამონათვალს გთავაზობთ (რამდენადაც სერვისი უმეტეს შემთხვევაში დაზიანებული/პრობლემური ტელეფონის ფიზიკურ მოტანის საჭიროებასთანაა დაკავშირებული), მაღაზიაში ამგვარი შეზღუდვები არ გვექნება და სერვისის სრულ სპექტრის შემოთავაზებას შევძლებთ, .

მაღაზიაში ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი სახით, ისე საბანკო ბარათებისა და მომენტალური საბანკო განვადებების საშუალებით. განვადებებთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ შემდეგ ბანკებთან: "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ლიბერთი ბანკი", ასევე, მიკროსაფინასო ორგანიზაციასთან "კრედო".