რას გთავაზობთ

ჩვენი მაღაზია მომხმარებლებს Apple-ს ბრენდის პროდუქციას და მასთან დაკავშირებულ სერვისს სთავაზობს.

პროდუქციის/სერვისის ძირითადი ხაზია Iphone-ის ბრენდის მობილური ტელეფონები და მათი აქსესუარები.

Iphone ბრენდის ტელეფონების შესყიდვა ხდება მხოლოდ ამერიკის ონლაინ აუქციონებიდან, ასევე, ჩვენი მოღვაწეობის მანძილზე შეძენილი და გამოცდილი პარტნიორებისგან, რომლებიც, ასევე, ამერიკის ბაზარზე მოღვაწეობენ. ჩვენი ტელეფონები მეორადებია - ისინი საქართველოში ჩამოსვლამდე მოხმარებული იყო ამერიკაში. ქართულ ბაზარზე მოხმარებული ტელეფონები ჩვენ გაყიდვაში არ გვაქვს, რამდენადაც აქ მათს არც შესყიდვას და არც მომხმარებლებისგან ჩაბარებას არ ვახორციელებთ.

შემოთავაზებული ტელეფონები ვიზუალით უმრავლეს შემთხვევაში უნაკლოდ გამოიყურება, თუ კორპუსზე რაიმე დეფექტი შეიმჩნევა, მომხმარებლის სურვილით და მასთან შეთანხმებით ხდება კორპუსის გამოცვლა - ასევე ორიგინალი ნაწილებით. ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიის გვერდზე წარმოდგენილ ტელეფონებს დეტალების აღწერილობაში აუცილებლად ექნება მითითებული - გამოცვლილი აქვს თუ არა კორპუსი ანუ კოსმეტიკური მხარე ტელეფონს. ასევე, აქვს თუ არა მას რაიმე ვიზუალური დეფექტი, რაც ასევე, გამოჩნდება პროდუქციის შესაბამის სურათზე.

შემოთავაზებული ტელეფონები ფუნქციურად იდეალურად უნდა მუშაობდნენ! ამის საფუძველს ჩვენი შესყიდვების გუნდის პროფესიონალიზმთან ერთად იმ პროდუქციის წარმომავლობა და მაღალი ხარისხი განაპირობებს, რომლებსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს. იმ რეალობას ხომ ალბათ მომხმარებლების დიდი უმრავლესობა იზიარებს, რომ ნაკლებად სანდო წარმოშობის ახალ ტექნიკასა თუ სხვა პროდუქციას ხშირად მეორადი, თუმცა ორიგინალი პროდუქტი ყოველთვის ჯობს!

ტელეფონებთან და მის საგარანტიო პირობებთან დაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო დეტალებს უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი კითხვა-პასუხის გვერდზე.

მაღაზიაში წარმოდგენილია ასევე, მობილური ტელეფონის ძირითადი აქსესუარები. აქსესუარები რა თქმა უნდა მხოლოდ ახლებია. განსაკუთრებით კატეგორიულები ვართ შერჩევისას ისეთი აქსესუარების მიმართ, რომლებიც განაპირობებენ მობილური ტელეფონის მუშაობის ხარისხს (მაგალითად, დამტენი, კაბელი) ან მისი დაცვის ფუნქციებს (მაგალითად ბრონები). ამდენად, ჩვენს მაღაზიაში მხოლოდ მათს ორიგინალ/მაღალხარისხიან ვერსიებს იპოვით.

ჩვენი მაღაზია მაღალპროფესიონალი ტექნიკოსების გარეშე შესათავაზებელი პროდუქციის მაღალ ხარისხს ვერ უზრუნველყოფდა, რამდენადაც ჩამოსული ტელეფონები გაყიდვამდე აუცილებად ტესტირება/შემოწმებას საჭიროებენ. აღნიშნული კადრების დახმარებით შესაძლებლობა გვაქვს მომხმარებლებს ტელეფონებთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისები შევთავაზოთ - როგორც ჩვენი მაღაზიის ტელეფონების საგარანტიო მომსახურების პირობებში, ისე ზოგადად სხვაგან ნაყიდი ტელეფონების მომსახურების მიზნით.