მიწოდების პირობები

ჩვენს საიტზე შეძენილი პროდუქციის მიწოდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით ხორციელდება გადამზიდავი კომპანია DHL Georgia-ს საშუალებით.

მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთილი ნივთების რაოდენობასა და მიწოდების მისამართზე და შეადგენს თბილისის მასშტაბით 4 ლარს, ხოლო რეგიონების შემთხვევაში ფასი 7 ლარიდან განისაზღვრება.

მიწოდების ვადები ასევე მიწოდების მისამართზეა დამოკიდებული. სტანდარტულად, შეკვეთის დღის 14:00 საათამდე დასრულების შემთხვევაში ნივთის გამოგზავნა იმავე სამუშაო დღესვე განხორციელდება, ხოლო 14:00 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთები - მომდევნო სამუშაო დღეს. მიწოდება კი გამოგზავნიდან საშუალოდ 2 სამუშაო დღეში განხორციელდება. მიწოდების ვადების მიზნებისათვის, შეკვეთა დასრულებულად ითვლება ანგარიშშწორების მეთოდის შესაბამისად და არის:

  • ბარათით ანგარიშსწორებისას - გადახდისთანავე;
  • გადარიცხვით/ანგარიშზე თანხის შეტანით ანგარიშსწორებისას - მაღაზიის ანგარიშზე თანხის ასახვისთანავე;
  • საბანკო განვადებებით ანგარიშსწორებისას - ბანკთან განვადების ხელშეკრულების ხელმოწერისა და აღნიშნული ინფორმაციის მაღაზიისთვის მიწოდებისთანავე.

მიწოდების მისამართები - მიწოდება როგორც წესი, შესაძლებელია საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრსა და ქალაქში. თუ თქვენ სოფლად ცხოვრობთ, შესაძლებლობა გექნებათ მიწოდების მისამართად აირჩიოთ კომპანია DHL Georgia-ს უახლოესი მომსახურების ოფისი და სასურველი ნივთი იქიდან გაიტანოთ.

მიწოდების მიმდინარე სტატუსის (მუშავდება, გზაშია, დასრულდა და სხვა) შესაძლებელი იქნება თქვენს ანგარიშში.

როგორც ფასის, ისე ვადის ზუსტი მნიშვნელობის გაგება თქვენთვის საინტერესო კონკრეტული ქალაქისათვის შესაძლებელი იქნება სასურველი ნივთის ან ნივთების შეკვეთის განხორციელებამდე. მხოლოდ აღნიშნულ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში თქვენი მიწოდების ფასი დაემატება შესაძენი ნივთების საერთო ფასს და ანგარიშსწორების ჯამურ თანხაც დაგიანგარიშდებათ.