Terms and Conditions

ხელშეკრულება სერვისის მიწოდების შესახებ

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. მომსახურების მოცემულ პირობებზე დათანხმება ელექტრონული აქცეპტით, რაც გამოიხატება: (ა) ამ პირობებზე ელექტრონულად დათანხმებით და/ან (ბ) ინტერნეტ-მაღაზიის ვებ გვერდზე www.ipage.ge (შემდგომში - ვებ-გვერდი) განთავსებული ნებისმიერი გადახდის ელექტრონული არხით - საბანკო ბარათით, საბანკო განვადების ან საბანკო გადარიცხვის საშუალებით - ანგარიშსწორების განხორციელებით და/ან (გ) თქვენი პირადი მონაცემების ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციით - ნიშნავს ამ ხელშეკრულების დადებას თქვენსა და ინტერნეტ-მაღაზია www.ipage.ge-ს (შემდგომში - ინტერნეტ-მაღაზიას) შორის;

1.2. მომსახურება გულისხმობს ინტერნეტ-მაღაზიის მიერ ვებ-გვერდზე სარეალიზაციო საქონლის განთავსებას, ინტერნეტ-მაღაზიიდან შეძენილი საქონლის (შემდგომში - ნივთი) შეკვეთის მისამართზე მიწოდებას და ნივთის გაყიდვის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით;

1.3. თქვენთვის ცნობილია, რომ ინტერნეტ-მაღაზიის მიერ საიტზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი მობილური ტელეფონები როგორც წესი, მეორადებია, ხოლო აქსესუარები, მათ შორის აქსესუარები, რომლებიც მოყვება სარეალიზაციოდ გამოტანილ ტელეფონებს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ყუთი - ახალი.

2. საქონლის ვებ-გვერდზე განთავსების წესი და ინტერნეტ-მაღაზიის ვალდებულებები:

2.1. ინტერნეტ-მაღაზია ვალდებულია სარეალიზაციოდ შეთავაზებულ საქონელთან დაკავშირებით ვებ-გვერდზე საქონლის დეტალებში მიუთითოს ყველა მისთვის ცნობილი ინფორმაცია და ფოტო-სურათი შემდეგი წესების მიხედვით:

2.1.1. მინიმალური ინფორმაცია სარეალიზაციო მობილურ ტელეფონებზე - მიუთითოს მობილური ტელეფონის მოდელი, მეხსიერების მოცულობა, ფერი, აქსესუარების ნაკრების ჩამონათვალი, რომელიც მას მოყვება, ასევე, ყველა სპეციფიური ინფორმაცია და/ან შეზღუდვა (არსებობის შემთხვევაში), რასაც ინტერნეტ-მაღაზია ფლობს მოცემულ მობილურ ტელეფონზე, საგარანტიო პერიოდის ხანგრძლივობა;

2.1.2. მინიმალური ინფორმაცია სარეალიზაციო აქსესუარებზე - მიუთითოს ყველა ის ტექნიკური და/ან ფუნქციური ტიპის ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანი იქნება მოცემულ აქსესუართან დაკავშირებით მომხმარებლისათვის შეძენის გადაწყვეტილების მისაღებად;

2.1.3. მდგომარეობა - ახალი ან მეორადი - მიუთითოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მობილური ტელეფონი და/ან მისი აქსესუარები მოცემული ხელშეკრულების 1.3 პუნქტში აღწერილისგან განსხვავებულია. სხვა ყველა შემთხვევაში, იგულისხმება, რომ ტელეფონის და/ან აქსესუარების მდგომარეობა ზუსტ შესაბამისობაშია აღნიშნულ 1.3 პუნქტში მოცემულ ინფორმაციასთან;

2.1.4. სურათი - ყველა მოილურ ტელეფონზე განათავსოს კონკრეტული სარეალიზაციო ტელეფონის რეალური სურათი მინიმუმ წინა და უკანა ხედით. გვერდხედის სურათების განთავსება სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათზე ნივთს რაიმე სპეციფიური ნაკლი აქვს. აქსესუარებზე, რომლებიც ახალ მდგომარეობაში და იდენტური ვიზულით მიეწოდება მომხმარებელს დასაშვებია რომელიმე მისი ეგზემპლარის საერთო სურათად გამოყენება;

2.1.5. ფასი - საქონლის სარეალიზაციო და ადგილზე მიწოდების ფასები მიუთითოს ცხადად და სრულად. დაუშვებელია სხვა დამატებითი, ფარული ხარჯების გაწევის მოთხოვნა მომხმარებლისათვის, რომელმაც უკვე შეიძინა ვებ-გვერდზე განთავსებული საქონელი.

2.2. ინტერნეტ-მაღაზიის გვერდზე, კითხვა-პასუხის მენიუში ინტერნეტ-მაღაზიას განთავსებული აქვს დამატებითი ინტერნეტ-რესურსების ბმულები, რომელშიც მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია:

2.2.1. მისთვის საინტერესო მოდელის ტელეფონების ზოგად და საერთო სპეციფიკაციებზე;

2.2.2. კონკრეტულად მის მიერ შეძენილი ტელეფონის დეტალურ წარმომავლობასა და ისტორიაზე ტელეფონის უნიკალური იდენტიფიკატორის, ე.წ. IMEI ნომრის დახმარებით.

3. სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია:

3.1. ნივთის შეძენამდე დეტალურად გაეცნოს ამ ხელშეკრულებას, ასევე, ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ნივთის შესახებ და სურათს;

3.2. სწორად და სრულად მიუთითოს მისამართი, რომელზეც სურს ნივთის მიღება და უზრუნველყოს აღნიშნულ მისამართზე კურიერის მიერ მიწოდებული ნივთის ჩაბარება. ამასთან:

.1. მისამართის არასრულად/არაზუსტად მითითების შემთხვევაში რაც შეუძლებელს ხდის ან/და აფერხებს ნივთის მიწოდების განხორციელებას, ინტერნეტ-მაღაზია უფლებამოსილია არ დაიწყოს ნივთის მიწოდება მისამართის დაზუსტებამდე. ინტერნეტ-მაღაზია ყველა ღონეს იხმარს მისამართის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდეს მოხმარებელს მის სისტემაში დარეგისტრირებული ყველა საკონტაქტო საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთან დაკავშირება და მისამართის დაზუსტება ვერ მოხერხდა შეკვეთის განხორციელებიდან 1 კვირის განმავლობაში, ინტერნეტ-მაღაზია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს ანგარიშზე დაუბრუნდება ნივთში გადახდილი ღირებულება არაზუსტი მისამართის მიზეზით შეკვეთის გაუქმების პირგასამტეხლოს გამოკლებით. აღნიშნული პირგასამტეხლო შეადგენს საქონლის ღირებულების 5%-ს, მინიმუმ 20 ლარს;

3.2.2. შეკვეთაში დაფიქსირებულ მისამართზე ნივთის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო მომხმარებლის ბრალეულობით (არავინ დახვდა კურიერს აღნიშნულ მისამართზე, არ ჩაიბარეს ნივთი და ა.შ.), რასაც მოყვა კურიერული სერვისის პროვაიდერი კომპანიის მიერ ნივთის დაბრუნება ინტერნეტ-მაღაზიის მისამართზე, ინტერნეტ-მაღაზია ღონეს იხმარს მისამართის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდეს მოხმარებელს მის სისტემაში დარეგისტრირებული ყველა საკონტაქტო საშუალებით მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია თავად ან საკუთარი ხარჯებით მიიღოს ნივთი ინტერნეტ-მაღაზიის ოფისიდან შეკვეთის განხორციელებიდან 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ინტერნეტ-მაღაზია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს ანგარიშზე დაუბრუნდება ნივთში გადახდილი ღირებულება ნივთის ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზით შეკვეთის გაუქმების პირგასამტეხლოს გამოკლებით. აღნიშნული პირგასამტეხლო შეადგენს საქონლის ღირებულების 5%-ს, მინიმუმ 20 ლარს;

3.2.3. ინტერნეტ-მაღაზია კურიერული სერვისის პროვაიდერი კომპანიის დახმარებით ნივთის მიწოდებას ახდენს მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე დამხვედრი ნებისმიერი პირისთვის და არ იღებს ვალდებულებას გადაამოწმოს აღნიშნული პირის იდენტურობა შეკვეთის განმახორციელებელ პირთან.

3.3. მიღებული ნივთის ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე აღწერილობასთან/სურათთან შეუსაბამობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, დაუკავშირდეს ინტერნეტ-მაღაზიას მისთვის მოსახერხებელი საკონტაქტო ფორმით არაუგვიანეს ნივთის ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჩაბარებული ნივთი სრულ შესაამისობაშია ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან.

3.4. ნივთის ვებ-გვერდზე მოცემულ აღწერილობასთან/სურათთან შეუსაბამობაზე პასუხს აგებს ინტერნეტ-მაღაზია. იგი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზი და:

3.4.1. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი დაზიანდა საფოსტო გადაზიდვის დროს, შესთავაზოს მომხმარებელს ნივთის სხვა, იდენტური მოდელის და მდგომარეობის ანალოგი. ამ შემთხვევაში ნივთის გადაცვლა მოხდება მოცემული ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად;

3.4.2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიეწოდა შეკვეთილისგან განსხვავებული ნივთი ინტერნეტ-მაღაზიის შეცდომით ან თუ მიღებულ ნივთს აღმოაჩნდა რაიმე ისეთი დეტალი, რაც ინტერნეტ-მაღაზიას შესაძლოა და/ან უნდა სცოდნოდა, მაგრამ არ ჰქონდა მითითებული აღწერილობაში, ნივთი მომხმარებლის გადაწყვეტილების შესაბამისად და ინტერნეტ-მაღაზიასთან შეთანხმებით შეიძლება დარჩეს მომხმარებელთან ან მოხდეს მისი გამოცვლა მოცემული ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად;

4. ნივთის მიწოდების პროცედურა:

4.1. ნივთის მიწოდებას ინტერნეტ-მაღაზია ახდენს საკურიერო სერვისის პროვაიდერი კომპანიის დახმარებით;

4.2. მიწოდების ვადებზე ინფორმაციას მომხმარებელი იღებს და ეთანხმება ნივთის შეძენამდე.

5. ნივთის უკან დაბრუნების და შეცვლის პროცედურები:

5.1. მიუხედავად მიზეზისა, ნივთის გამოცვლა ინტერნეტ-მაღაზიის მხრიდან ხდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიღებული ნივთის დაბრუნების შემდეგ;

5.2. თუ ნივთის დაბრუნება ხდება მომხმარებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაბრუნებაზე გაწეულ ხარჯებზე პასუხისმგებელია ინტერნეტ-მაღაზია. ამ შემთხვევაში ნივთის დაბრუნება უნდა მოხდეს ინტერნეტ-მაღაზიის მიერ შეთავაზებული (მისი პარტნიორი) საკურიერო სერვისის საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნივთის დაბრუნების ხარჯებს გაწევს მომხმარებელი.

5.3. ნივთის დაბრუნების ხარჯებს თავდაპირველად გაწევს მომხმარებელი და ინტერნეტ-მაღაზიას ნივთთან ერთად უბრუნებს საკურიერო სერვისში გადახდილი თანხის დამადასტურებელ ქვითარსაც, რომლის შესაბამისადაც ინტერნეტ-მაღაზია მოახდენს გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას იმ შემთხვევში, თუ დაბრუნებული ნივთის იდენტიფიკაცია (მოცემული ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად) წარმატებით დასრულდა და ნივთის დაბრუნება მოხდა მოცემული ხელშეკრულეის 3,4 ქვეპუნქტში აღწერილი გარემოებების გამო

5.4. ინტერნეტ-მაღაზია დაბრუნებული ნივთის იდენტურობას ამოწმებს მიღებული ტელეფონის IMEI ნომრის საშუალებით.

5.5. თუ მიღებული ტელეფონის იდენტიფიკაციამ აჩვენა, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ტელეფონი არ არის გაყიდული ნივითის იდენტური, მომხმარებლის მიერ ნივთის გამოგზავნაზე გაწეული დანახარჯები არ ანაზღაურდება და მიღებული ტელეფონის ინტერნეტ-მაღაზიიდან გატანაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთი ნივთების შენახვას ინტერნეტ-მაღაზია მოახდენს არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში;

5.6. თუ ინტერნეტ-მაღაზიას ეკისრება დაბრუნებულ ნივთში სხვა იდენტური ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვალდებულება, იგი ამ მიწოდებას განახორციელებს მოცემული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. გაყიდვის შემდგომი მომსახურება - საგარანტიო პირობები:

6.1. ტელეფონები გაყიდვა ხდება ამ მუხლში მოცემული საგარანტიო პირობებით:

6.1.1. ტელეფონებს არ მოყვება მწარმოებლის (კომპანია Apple-ის) ოფიციალური საქარხნო საგარანტიო მომსახურება, მასზე პასუხისმგებლობას უშუალოდ ინტერნეტ-მაღაზია იღებს;

6.1.2. ინტერნეტ-მაღაზია აცხადებს, რომ ტელეფონს გაყიდვამდე არ გააჩნია ისეთი ფუნქციური ან ვიზუალური ხარვეზი, რაც მისთვის ცნობილია გაყიდვამდე და მომხმარებელს არ უმხელს. როგორც ინტერნეტ-მაღაზია, ისე მომხმარებელი აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია ტელეფონის ზოგადი მდგომარეობის შესახებ;

6.1.3. ინტერნეტ-მაღაზია აცხადებს, რომ მომხმარებელს აძლევს საშუალებას ტელეფონის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში დააკვირდეს ტელეფონის მუშაობას. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს საკმარისი ვადაა გამოვლინდეს ტელეფონის გაყიდვის მომენტისათვის არსებული, თუმცა შემოწმებისას შეუმჩნეველი პროგრამული ან ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ხარვეზი;

6.1.4. საგარანტიო პერიოდის ვადაში ინტერნეტ-მაღაზია ვალდებულია უსასყიდლოდ შეაკეთოს, ან შეცვალოს პროდუქტი, თუ დარღვეული არაა საგარანტიო პირობები.

6.2. წუნდებულ პროდუქტზე დიაგნოზის დასმა განხორციელდება ინტერნეტ-მაღაზიის მიერ ტელეფონის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6.3. ინტერნეტ-მაღაზია საკუთარი საგარანტიო პირობების ფარგლებში ვალდებულებას იტოვებს 30 დღის განმავლობაში შეაკეთოს ან შეცვალოს ტელეფონი საგარანტიო პირობების თანახმად, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში დაუბრუნოს მყიდველს მასში გადახდილი თანხა სრულად.

6.4. წუნდებული ნივთის დაბრუნების მომენტში მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს მოწყობილობა სრული კომპლექტაციით.

6.5. საგარანტიო პირობები უქმდება თუ:

6.5.1. ტელეფონი გამოიყენებოდა არადანიშნულებისამებრ ან დარღვეულია საექსპლუატაციო პირობები.

6.5.2. ტელეფონზე შეიმჩნევა ფიზიკური დაზიანების, დავარდნის ან დასველების კვალი;

6.5.3. ტელეფონზე აღინიშნება არაკვალიფიციური რემონტის კვალი.

6.5.4. ტელეფონი დაზიანებულია ელექტრო ან თერმული ზემოქმედებისგან.

6.5.5. ამოწურულია საგარანტიო ვადა.

7. ინტერნეტ-მაღაზიის ზოგადი უფლებები და პასუხისმგებლობა:

7.1. ინტერნეტ-მაღაზია პასუხისმგებელია:

7.1.1. მომხმარებლისთვის ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდებაზე;

7.1.2. მომსახურებაში ჩართული ყოველი თანამშრომლის ოპერატიულ და ეთიკური ქმედებაზე;

7.1.3. მოცემული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებაზე.

8. ინტერნეტ-მაღაზია უფლებამოსილია:

8.1. საკუთარი შეხედულაბისამებრ შეცვალოს მომსახურების პირობები, ასეთ შემთხვევაში ცვლილებები ასახოს ხელშეკრულებაში და განათავსოს ის საკუთარ ვებ გვერდზე;

9. ინტერნეტ-მაღაზია ვალდებულია:

9.1. შეცვლილი პირობები აამოქმედოს მოხმარებლის მიერ ახალი ნივთის შეძენისას;

9.2. უკვე გაყიდული ნივთთან დაკავშირებული მომსახურებისას იხელმძღვანელოს იმ ფასებით და პირობებით, რაც დათქმული და შერჩეული იყო მომხმარებლის მიერ აღნიშნული ნივთის ღირებულების გადახდის მომენტში;

9.3. მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში მომხმარებელთან დაკავშირებით მის მიღებული ინფორმაცია არ გადასცეს ისეთ მესამე პირებს, რომლებიც აღნიშნული მომსახურების გაწევაში არ არიან ჩართულნი.

10. სერვისის მომწოდებელი თავისუფალია პასუხისმგებლობისგან:

10.1. თუ ხელშეკრულება დადებულია, მაგრამ ტექნიკური და/ან სხვა რაიმე მიზეზით კლიენტის მიერ ანგარიშსწორება არ განხორციელებულა;

10.2. მომსახურების გაუწევლობისთვის ან დაბალი ხარისხის მომსახურების გაწევისათვის, თუ ვითარება ვერ კონტროლდება მისგან დამოუკიდებელი მიზეზითა და დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორული გარემოებები). ამ შემთხვევაში ინტერნეტ-მაღაზია საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს პირველივე შესაძლელობისთანავე;

10.3. თუ მომხმარებელმა დაარღვია სერვისის მიღების პროცედურები და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი საკუთარი ვალდებულებები.

11. ზოგადი პირობები:

ეს ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მასზე ელექტრონულად დათანხმების თარიღიდან. მისი დადების ადგილია თბილისი, საქართველო; ხელშეკრულება ექვემდებარება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სადავო საკითხები განიხილება საქართველოს საერთო იურისდიქციის სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების დადების ადგილის მიხედვით.